საქართველო ეკონომიკურ კრიზისში შედის - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ

06.01.25 15:49
საქართველო ეკონომიკურ კრიზისში შედის - ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ

საქართველო ეკონომიკურ კრიზისში შედის. ეკონომისტები სასიკეთო პროგნოზს ვერ აკეთებენ. ამბობენ, რომ პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ახლა ქვეყანაშია, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობასთან პირდაპირ კავშირშია. მათი თქმით, მოსალოდნელია ლარის კიდევ უფრო გაუფასურება და პროდუქტებზე ფასების ზრდაც

ეკონომისტები კიდევ ერთ პრობლემად უძრავ ქონებაზე ფასების დაცემას ასახელებენ. საუბრობენ ასევე ინვესტიციების შემოდინების პრობლემაზეც.

დარტყმა იქნება პირველი მნიშვნელოვანი გაცვლით კურსზე. მეორე საკითხია ინფლაცია იქიდან გამომდინარე, რომ ეს ორი ფაქტორი დაკავშირებულია ერთმანეთთან. როდესაც კურსის გაუფასურების რისკი იზრდება, როგორც წესი, ეს არის პირველი ინფლაციის გამომწვევი. მესამე ეს არის საინვესტიციო ტიპის აქტივობა. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება უძრავი ქონების ბაზარს, მაგრამ ასევე სხვა საინვესტიციო ტიპის აქტივობებს, როედსაც უნდა დავინახოთ, როგორ იწყება წელი ეკონომიკისთვის. ბევრი ქართველი და უცხოელიც, რომელიც საქართველოში უძრავ ქონებას იძენდა, დღეს დაფიქრდება ორჯერ რამდენად ღირს ამ საქართველოში ამ პირობებში უძრავის ქონების შეძენა, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

ასეთივე პროგნოზს აკეთებს ეკონომიკის ექსპერტი გიგი ბედინეიშვილი.  

პირველი მსხვერპლი ამის იქნება ლარი, იქნება აქტივების ღირებულებები ანუ ყველაფერი ქართული გაიაფდება, უძრავი ქონების აქტივები გაიაფდება. დაეხემა ფასები ბინებზე, მიწებზე, ექსპორტის თვალსაზრისით პრობლემები შეგვექმნება თუ იზოლირეული ვიქნებით, იმიტომ, რომ მომხიბლავი ბარზები ექსპორტის თვალსაზრისითაც ისევ ევროპა და ისევ ამერიკაა, - ამბობს გიგა ბედინეიშვილი. 

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისდან გამოსავალი ახლა მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებაა.  

მსგავსი სიახლეები