რა ეღირება ლარი ხვალ?
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი 2.8185 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8158 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9152 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.8955 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 7 იანვარს შევა ძალაში.