თავდასხმა მესტიაში - "პირველებისთვის" მკვლელობაში ბრალდებულების ვინაობა ცნობილია
სროლა და დაყაჩაღების მცდელობა ზუგდიდი-მესტიის გზაზე - სვანეთში გაუჩინარებულ რუსი ტურისტი მოკლული იპოვეს.
გომელაურის უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 29 და 33 წლის მოქალაქეები დააკავეს.
როგორც "პირველებს" ინფორმირებული წყარო უყვება, ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობაშის ბრალდებით პოლიციამ ბეჟან ჭკადუა და რევაზ პაკელიანი აიყვანა.
ერთ-ერთი ვერსიით, მათი იდენტიფიცირება ავტომობილის ნომრით მოხდა. დაზარალებული ქალის მონათხრობის მიხედვით, ვიქტორ სოლოვიოვს თეთნულდისკენ მიმავალ გზაზე შეიარაღებული და ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ.
რუსეთის მოქალაქე ქალო ამბობს, რომ კაცს ჯერ იარაღით ემუქრებოდნენ, შემდეგ კი გაიტაცეს. მსხვერპლის ცნობით, თავდაპირველად უნდოდათ მისი გატაცებაც, მაგრამ გადაიფიქრეს. ახალგაზრდა ქალი მანქანაში მარტო დატოვეს, კაცი კი ძალის გამოყენებით წაიყვანეს.