მარში ვაკის სამებიდან - მოქალაქეები გალობით ქაშვეთის ტაძრისკენ მიემართებიან

06.01.25 21:04
მარში ვაკის სამებიდან - მოქალაქეები გალობით ქაშვეთის ტაძრისკენ მიემართებიან

მარში ვაკის სამებიდან- მოქალაქეები გალობით და  სანთლით ხელში მიემართებიან ქაშვეთის ეკლესიასთან, სადაც შობის დღესასწაულს ერთად შეხვდებიან. 

დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ახალი არჩევნების ჩატარებას და  აქციაზე უკანონოდ დაკავებული ადამიანების  გათავისუფლებას ითხოვენ.

''ჩვენ სინათლეს წარმოადგენს  ქართველი ხალხი, რომელიც დღეს  იბრძვის'' - ამბობს ჯგუფ ''დაიტოვეს'' ერთ-ერთი დამფუძნებელი ილია ღლონტი, რომელიც მსვლელობაში იღებს მონაწილეობას. 

ვინც აღვნიშნავთ ქრისტეს შობას გადავწყვიტეთ, რომ შევხვედრილიყავით და გადავნაწილებულიყავით  5 ლოკაციაზე და შემდეგ ყველა ერთად რუსთაველზე შევხვედრილიყავით ამ დღესასწაულს. ერთად, ერთობით, ერთიანად და ერთიანი მდინარე გვეჩვენებინა ჩვენი სინათლის, რომელსაც წარმოადგენს ის ქართველი ხალხი, რომელიც დღეს  იბრძვის'', - ამბობს ილია ღლონტი. 

მსგავსი სიახლეები