შობის საპროტესტო ღამე - სამების საკათედრო ტაძრიდან მოქალაქეებმა მსვლელობა დაიწყეს

06.01.25 21:17
შობის საპროტესტო ღამე - სამების საკათედრო ტაძრიდან მოქალაქეებმა მსვლელობა დაიწყეს

შობის საპროტესტო ღამე თბილისში - ამ წუთებში, მოქალაქეები სამების საკათედრო ტაძრიდან სანთლით ხელში მსვლელობით ქაშვეთის ეკლესიისკენ მიემართებიან სადაც ერთად შობის დღესასწაულს შეხვდებიან.

მსვლელობის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ აქციაზე უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს, მათ გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

თავისუფლება, რეჟიმის პატიმრებს. ჩვენი სათქმელი ის არის, რომ ჩვენს მეგობრებს, ადამიანებს მივულოცოთ შობა, ახალი წელი, გავაგონოთ ჩვენი ხმა ევროპას, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი შემოგვიერთეს. ვითხოვთ ახალ არჩევნებს. არ გავჩერდებით, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე. '', - ამბობს მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე.

მსგავსი სიახლეები