შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე - ბრალდებული დუმს

09.09.21 10:41
შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე - ბრალდებული დუმს

შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და დუმულის უფლებას იყენებს. დაკავებულის ადვოკატი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ საქმის მასალები დღეს გადაეცემა. 

სოფიო გოგლიჩიძე ამბობს, რომ ბრალდებული გარდაცვლილს არ იცნობდა და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.

მოვისმინე მისი პოზიციები - იგი ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. ასე რომ, კონკრეტულად მესამე პირები და სხვა პირები მონაწილეობენ თუ არა, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია, ხვალ გადმომცემენ. რაც შეეხება კითხვას იცნობდა თუ არა მას, ის აცხადებს, რომ არ იცნობდა, არანაირი შეხება ამ პიროვნებასთან არ ჰქონია. ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს. კონკრეტულად ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. არ გავცნობივართ რა ფორმალური საფუძვლებია შიგნით და საერთოდ, რას გვედავებიან“, - განაცხადა ავდოკატმა.

"პირველები" თბილისის შუაგულში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკველობაში ბრალდებულის კვალზე გუშინვე გავიდა. 

"ტვ პირველი" ექსკლუზიურად იტყობინებოდა, რომ 31 წლის ქალის განზრახ კვლელობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1988 წელსდაბადებული რაფაელ მურსაკულოვი დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები