შობის საპროტესტო ღამე ბათუმში - მოქალაქეები წმ. ბარბარეს სახელობის ტაძართან მივიდნენ
შობის საპროტესტო ღამე ბათუმში - მოქალაქეები წმ. ბარბარეს სახელობის ტაძართან მსვლელობით და გალობით მივიდნენ.
მარში მთავრობის სახლიდან დაიძრა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ახალი არჩევნების ჩატარებას და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
თბილისში ხუთი ტაძრიდან მსვლელობა ქაშვეთის ტაძართან დასრულდა, სადაც აქციის მონაწილეები შობას ერთად შეხვდებიან.