შობის დღესასწაული - სამებაში პატრიარქი მივიდა
სამების საკათედრო ტაძარში შობის საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს - ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე მივიდა.
პატრიარქს, ქრისტე შობის საგალობლით შეხვდა ტაძრის საგალობთა გუნდი.
საშობაო ღვთისმსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი, შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.
სამებაში იმყოფება მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი და "ოცნების" სხვა ლიდერები.
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.