''ეს ქვეყანა არის გამარჯვებული, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ'' - პრეზიდენტი
''ქვეყანა არის გამარჯვებული, საზოგადოება არის შემდგარი და ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხდა.
ჩემი სათქმელი არის, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი ღამე, ერთობის ღამე. შობა ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა არის გამარჯვებული, საზოგადოება არის შემდგარი და ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ'', - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველზე მივიდა. დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციაზე ზურაბიშვილი შვილთან ქეთევან გორჯესტანთან ერთად გამოჩნდა.