რაფაელ მურსაკულოვი ,,ქართული ოცნების" აქტივისტი იყო - ადვოკატი

09.09.21 11:03
რაფაელ მურსაკულოვი ,,ქართული ოცნების" აქტივისტი იყო - ადვოკატი

შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი ადასტურებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს "ქართულ ოცნებასთან" კავშირი ჰქონდა: 

,,ქართული ოცნების" აქტივისტი იყო. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, ამ თემასთან შეხებაში არ არის“, - განაცხადა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ.

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მურსაკულოვი "ქართული ოცნების" გუნდის წევრია. მას კრიმინალური წარსული აქვს და წარსულში ნასამართლევია. ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საარჩევნოდ სწორედ "ოცნების" უბნის აგიტატორიც იყო. საზარელი დანაშაულის ჩადენის შემდეგაც კი  პარტიულ საქმიანობას აგრძელებდა. 

ის მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო, თუმცა, 23 აგვისტოს, მკვლელობიდან 3 კვირის შემდეგ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.