"გავიმარჯვებთ" - თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო ბანერები გადმოფინეს
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო ბანერები უნივერსიტეტის წინ ისევ გადმოფინეს.
"გავიმარჯვებთ", "ხელახალი არჩევნები", "პასუხი შვილთა" - ეწერა ბანერებზე, რომელიც გამოფენიდან თბილსერვისის ჯგუფის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთში ჩამოხსნეს.
ახალგაზრდებმა პროტესტის ამ ფორმით შობის ღამესაც მოითხოვეს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება.