რუსული სანქცირებული "ვაილდბერისი" საქართველოში თავისუფლად ოპერირებს

07.01.25 11:56
რუსული სანქცირებული "ვაილდბერისი" საქართველოში თავისუფლად ოპერირებს

რუსული სანქცირებული ონლაინ გაყიდვების კომპანია "ვაილდბერისი" მხოლოდ თბილისში ორ ოფისს ამუშავებს. ონლაინ გაყიდვების ბიზნესი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შავ სიაში ჰყავთ შეყვანილი, საქართველოში დაბრკოლებების გარეშე მუშაობს. მეტიც, ქართველ მომხმარებლებს რუსული კომპანია ოკუპირებულ ყირიმში უკანონოდ მომზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებსაც კი სთავაზობს.

ცნობილია, რომ "ვაილდბერისს" რუსულ "ამაზონს" უწოდებენ. ის ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია. იმის გარდა, რომ კომპანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შავ სიაში აქვთ შეტანილი, ასევე "ვაილდბერისი" რუსეთში ერთ-ერთი დიდი სკანდალითაა ცნობილია. საქმე ეხება გარჩევებს ჩეჩნეთის პუტინისტ ლიდერსა და რუს ბიზნესმენებს შორის. ამ გარჩევებში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი თავად ვლადიმერ პუტინიც იყო. "ვაილდბერის" უკავშირდება "მოსქოუ სითისის" ოფისში სროლებიც. 

ფონდ "თავისუფალი რუსეთის" ხელმძღვანელი იგორ კუროპტევი ამბობს, რომ რომ არა ივანიშვილის მფარველობა, "ვაილდბერისი" საქართველოში შემოსვლას და თავისუფლად ოპერირებას ვერ შეძლებდა. 

ეს არ არის უბრალოდ სანქცირებული კომპანია. ამ კომპანიის გარშემო იყო ყველაზე დიდი სკანდალი რუსეთში, რადგან რამზან კადიროვი ებრძოდა დანაშაულებრივი გზებით ცნობილ რუს ბიზნესმენს. ასე რომ, „ვაილდბერისის“ ქსელს უშუალოდ კრემლი აკონტროლებს. კადრიოვი ცდილობდა, კომპანიის მოპარვას მფლობელებისგან, პუტინი კი უშუალოდ იყო ჩართული ამ კომპანიის გარშემო ბიზნესსკანდალში. ასე რომ, საქართველოში ამ ქსელი გახსნა მხოლოდ ერთს ნიშნავს, რუსული ბიზნესი, რომელსაც აკონტროლებს რუსეთის მთავრობა, შემოდის საქართველოში თავისუფლად. მათი აზრით, კარგი იდეაა აქ მუშაობა. საქართველოს მთავრობა კი მიესალმება და კარს უღებს კრემლის მიერ კონტროლირებად ბიზნესს. ესაა მთავარი ამბავი აქ, - ამბობს „პირველებთან“ კუროპტევი. 

მსგავსი სიახლეები