ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობის საქმე - როგორ გავიდა გამოძიება რაფაელ მურსაკულოვზე

09.09.21 11:13
ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობის საქმე - როგორ გავიდა გამოძიება რაფაელ მურსაკულოვზე

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, როგორ გავიდა გამოძიება ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის კვალზე. შანაი ბრუკზე თავდასხმის დროს რაფაელ მურსაკულოვს ხელი გაეჭრა და მთაწმინდის ფერდზე, დანაშაულის ადგილზე, მისი სისხლის კვალი დარჩა. ახლა დნმ-ის ანალიზი მურსაკულოვის წინააღმდეგ მთავრი მტკიცებულებაა.

"პირველები" თბილისის შუაგულში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკველობაში ბრალდებულის კვალზე გუშინვე გავიდა. 

"ტვ პირველი" ექსკლუზიურად იტყობინებოდა, რომ 31 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1988 წელს დაბადებული რაფაელ მურსაკულოვი დააკავა.