ვინ იგულისხმება "დაცემულ კაცში", რომელზეც ეპისტოლეშია საუბარი - მეუფე ნიკოლოზის კომენტარი

07.01.25 11:45
ვინ იგულისხმება "დაცემულ კაცში", რომელზეც ეპისტოლეშია საუბარი - მეუფე ნიკოლოზის კომენტარი

ეპისტოლეს ფრაგმენტმა, სადაც დაცემულ, სიკვდილის შიშით და კეთილდღეობის ილუზიით შეპყრობილი კაცზეა საუბარი, ბევრი კითხვა გამოიწვია - საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვობს, რომ მასში ბიძინა ივანიშვილი იგულისმება, თუმცა ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტის თქმით, ეპისტოლეში გარკვევით არის ნათქვამი, რომ "არ შეიძლება იმის დადგენა, თუ ვინ იგულისხმება ამ ფრაგმენტში და ვისი მისამართით გაკეთდა აქცენტი".

როგორც მეუფე ნიკოლოზი ამბობს, ეპისტოლეში ყველამ საკუთარი თავი უნდა ამოიკითხოს.

მე გამახსენდა ჩემი თავი, თქვენც თუ გაგახსენდებათ თქვენი თავი და არა სხვა, მაშინ ამ ქვეყანაში ვითარება შეიცვლება აბსოლუტურად. ეპისტოლეში ზუსტად იყო ნათქვამი, რომ არ შეიძლება ამისი მისამართის დადგენა, არ არის  სწორი უბრალოდ. თქვენ ამას გულისხმობთ, სხვა სხვას გულისხმობს", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

ილია II-ის სახელით გავრცელებულ, საშობაო ეპისტოლეში საუბარია დაცემულ კაცზე, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს ეძებს. 

ეპისტოლეს ამ ნაწილში ილია მეორე საუბრობს, რომ ასეთი ადამიანები კეთილდღეობის ილუზიას ქმნიან, მაგრამ ამაოდ. 

საშობაო მიმართვაში წერია ისიც, რომ ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:

მსგავსი სიახლეები