როგორ აღიქვა კობახიძემ ეპისტოლეს ფრაგმენტი, სადაც "დაცემულ კაცზეა" საუბარი
ვინ არის დაცემული კაცი, ვინც სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს ეძებს და რომელზეც ეპისტოლეშია საუბარი? - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ ამ ფრაგმენტის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება "სასაცილო და უადგილოა".
ირაკლი კობახიძე გლობალურ მასშტაბში საუბრობს და ამბობს, რომ ეპისტოლეს ამ ფრაგმენტში და ზოგადად ეპისტოლეში "გარკვეული ძალები იგულსხმებიან, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში სიძულვილს თესავენ"
პატრიარქის ყველა ეპისტოლე, პირველ რიგში ეძღვნება იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრობს ჩვენი ქვეყანა. ყოველთვის ასეა. თუ რაიმე აკლია დღეს საზოგადოებას, ეს არის ალბათ, სიყვარული. თქვენ ხედავთ, რომ გარკევული ძალები ხელოვნური გზებით ცდილობენ ქვეყანაში სიძულვილი დათესონ, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ სწორედ სიყვარულით. ეს არის სამყაროს ყველაზე მთავარი გამოწვევა, ადამიანი, რომელიც არის დაშორებული ღმერთსდა რწმენას. ეს გამოწვევები არის დაკავშირებული, კონკრეტულ პოლიტიკურ იდეოლოგიებთან და ამასთან ყველას გვიწევს ბრძოლა.
ილია II-ის სახელით გავრცელებულ, საშობაო ეპისტოლეში საუბარია დაცემულ კაცზე, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს ეძებს.
ეპისტოლეს ამ ნაწილში ილია მეორე საუბრობს, რომ ასეთი ადამიანები კეთილდღეობის ილუზიას ქმნიან, მაგრამ ამაოდ.
საშობაო მიმართვაში წერია ისიც, რომ ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს.