შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში "ალილოს" მონაწილეთა მსვლელობა გაიმართება
შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში მსვლელობა გაიმართება - "ალილოს" მონაწილეები მარშს 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყებენ და შემდეგ სამების საკათედრო ტაძართან გადაინაცვლებენ.
სამებაში შობის პარაკლისი შესრულდება. შეგროვებული სურსათი კი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა.
ფოტო - "რადიო თავისუფლება"