"ბაირაღები, ურმები და კამეჩი "სალვადორი" რესპუბლიკის მოედანზე" - ერთი საათი საშობაო ალილოს დაწყებამდე

07.01.25 13:13
"ბაირაღები, ურმები და კამეჩი "სალვადორი" რესპუბლიკის მოედანზე" - ერთი საათი საშობაო ალილოს დაწყებამდე

 

 

ერთი საათი საშობაო ალილოს დააწყებამდე. რესპუბლიკის მოედანზე ალილოს მონაწილეები ბაირაღებით და საგანგებოდ ამ დღისთვის შეკერილი სამოსით იკრიბებიან. ადგილზეა კასპის რაიონიდან, სოფელ მეტეხიდან ჩამოყვანილი ურმებიც.

ალილოს მონაწილე ბავშვები დღეს მთელს ქალაქში ნობათს და თბილ ტანსაცმელს შეაგროვებენ, რომელიც დღის ბოლოს უპოვართა სახლებში და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გადანაწილდება.  პატრიარქის მიერ 25 წლის აღდგენილი რიტუალი წელსაც ტრადიციულად სამებაში დასრულდება. 

დღევანდელ დღეს ვადღეგრძელებ, სიხარული სიყვარული ღმერთმა არ გამოგვილიოს. ჩამოვედი კასპის რაიონიდან დღევანდელი დღის აღსანიშნად. მსვლელობაში იღებს მონაწილეობას ჩემი კამეჩი სალვადორი", - ამბობს მსვლელობის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები