"დისკვალიფიკაციით" დასრულებული ტენდერი - შსს-ს მიერ 103 500 ლარად შეძენილი ლანჩის ხელშეკრულება შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არ იძებნება

07.01.25 13:38
"დისკვალიფიკაციით" დასრულებული ტენდერი - შსს-ს მიერ 103 500 ლარად შეძენილი ლანჩის ხელშეკრულება შესყიდვების სააგენტოს გვერდზე არ იძებნება

სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის შესაძენი ტენდერი "დისკვალიფიკაციით" დასრულდა, შსს-ს მიერ 103 500 ლარად შეძენილი ლანჩის ხელშეკრულება კი შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ იძებნება - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 8 ნოემბერს, აქციებზე მდგომი პოლიციისა და სპეცრაზმისთვის ლანჩის შესყიდვაზე 300 000-ლარიანი ტენდერი გამოცხადდა.

  • შსს ყიდულობდა ორი ტიპის ლანჩ-ნაკრებს. ერთში უნდა ყოფილიყო ერთი სენდვიჩი, შოკოლადის ფილა და გამაგრილებელი სასმელი. მეორე ტიპის ნაკრები შეიცავდა დამატებით სენდვიჩს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულს 12 საათის განმავლობაში 5000 კომპლექტის მიწოდება უნდა შესძლებოდა.

ამ ტენდერში იმარჯვებდა შპს „ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი“ და მასთან ხელშეკრულებაც უნდა გაფორმებულიყო, თუმცა კომპანიამ მისთვის მიცემულ 5-დღიან ვადაში საბანკო გარანტიის დამდასტურებელი დოკუმენტი არ წარადგინა. ამ მიზეზით

 იმის გამო, რომ ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, შსს-მა 28 დეკემბერს 10 000 ლანჩის ნაკრებები 103 500 ლარად შეიძინა. ხელშეკრულება, რომლის შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთვის ვალდებულებაც სამინისტროს აქვს, არ იძებნება.

„ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსს“ დისკვალიფიკაცია მისცეს.

  • "რადიო თავისუფლება" წერს, რომ 2024 წლის გაზაფხულიდან შსს ლანჩის ნაკრებების დიდ ნაწილს ისედაც ტენდერის გარეშე ყიდულობს და შესყიდვის დეტალებს კანონდარღვევით მალავს. 

გამოცემა იტყობინება, რომ შსს-სთვის წარუმატებლად დამთავრდა სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის შესაძენად გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი - 300 ათას ლარად დაახლოებით 35 ათასი ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე 28 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა და იგი ჩაიშალა.

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქუჩებში მომუშავე ძალოვნების კვებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მლნ 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

 

მსგავსი სიახლეები