ანტიკორუფციული ბიურო Facebook-ის რეკლამაში 30 ათას ლარს დახარჯავს

07.01.25 14:50
ანტიკორუფციული ბიურო Facebook-ის რეკლამაში 30 ათას ლარს დახარჯავს

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობის პოპულარიზებისთვის Facebook-ის რეკლამაში 30 ათას ლარს დახარჯავს. 

რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას, რომელმაც ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" პოლიტიკურ სუბიექტად გამოაცხადა და პრემიერის მოწოდების შემდგომ სიტყვები უკან წაიღო, მიაჩნია, რომ ბიუროს სამუშაო შეხვედრების გაშუქება საზოგადოების ცნობადის გაზრდის მიზნით აუცილებელია.

აღნიშნული შესყიდვის მიზანია სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, 2025 წლის განმავლობაში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში გაშუქება. ასევე უნდა გაშუქდეს კონფერენციები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ანტიკორუფციული საკითხების მიმართულებით საზოგადოების ცნობადობის გაზრდას“, - აცნობა ანტიკორუფციულმა ბიურომ შესყიდვების სააგენტოს.

მსგავსი სიახლეები