"ანდროს გარეშე სცენას ვერ დავუბრუნდებით" - ახალმა თეატრმა დაგეგმილი სპექტაკლები ისევ გააუქმა

07.01.25 14:30
"ანდროს გარეშე სცენას ვერ დავუბრუნდებით" - ახალმა თეატრმა დაგეგმილი სპექტაკლები ისევ გააუქმა

ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა დაგეგმილი სპექტაკლები ისევ გააუქმა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ანდრო ჭიჭინაძის გარეშე თეატრის დასი სცენას ვერ დაუბრუნდება.

ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ

8,9,20,21 / 01 "მე გადმოვცურავ ზღვას"
13 / 01 " ალუბლოს ბაღი"
22 / 01 " მეფე ლირი"

❗️გ ა უ ქ მ დ ა ❗️

ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით❤️

ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე ტკტ ჯი ( ხვალ გაიხსნება დაბრუნების ღილაკი )

გილოცავთ შობას 💫💚
იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად

მსგავსი სიახლეები