"სულიერად გაძლიერდით, განმტკიცდით და არაფრის შეგეშინდეთ" - ალილოს მსვლელობა გორში
სადღესასწაულო განწყობაა შიდა ქართლშიც. გორში ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან დაიწყეს და ქალაქის ცენტრალური ქუჩები შემოიარეს. ბავშვებმა ტკბილეულთან ერთად ტანსაცმელი შეაგროვეს. უმოკლეს ვადებში ნობათი ხელმოკლე ოჯახებს და უფასო სასადილოების ბენეფიციარებს გადაეცემათ.
"სულიერად გაძლიერდით, განმტკიცდით და არაფრის შეგეშინდეთ" - ასეთი შინაარსის მისალოცი ბარათები დარიგდა დღეს გორში.
ქრისტე შობილიყოს ჩვენს გულებში და ჩვენი გულები ყოფილიყოს ის ბაგა, სადაც მიიწვინა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. აღესრულება ალილოს მსვლელობა, რომელიც მოიცავს ქალაქის ქუჩების კურთხევას, დალოცვას და შემოვლას, სადაც ხდება სურსათი, სანოვაგის, ტკვილეული გადაცემა, რომელიც შემდგომში დაურიგდებათ გაჭირვებულ ოჯახებს, - ამბობს სასულიერო პირი.
აღნიშნული მსვლელობა, ტრადიციულად, გორის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დასრულდა.