"ეს იყო "ალიყური" ივანიშვილის მისამართით" - დეკანოზმა ეპისტოლეში ოლიგარქის "ირიბი კრიტიკა" დაინახა

07.01.25 15:39
"ეს იყო "ალიყური" ივანიშვილის მისამართით" - დეკანოზმა ეპისტოლეში ოლიგარქის "ირიბი კრიტიკა" დაინახა

დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ, საშობაო ეპისტოლეში ბიძინა ივანიშვილის ირიბი კრიტიკა დაინახა. სასულიერო პირი ამბობს, რომ ეს იყო "ალიყური" ივანიშვილის მისამართით.

დეკანოზი იმ დაპირისპირებაზეც საუბრობს "პირველებთან", რომელიც მისი თქმით, ყოველთვის იყო ეკლესიასა და ოლიგარქს შორის. 

მოსახლეობის დიდმა ნაწილმა და მეც პირადად, დავინახეთ ბიძინა ივანიშვილის ირიბი კრიტიკა. მათ შორის ყოველთვის იყო დაძაბულობა და დაპირისპირება. აქ განსაკუთრებით თვალშისაცემია ივანიშვილის ამბიციები, რომელიც ვერ იტანს კონკურენტ ავტორიტეტებს. ალიყური ივანიშვილის მისამართით არის აბსოლუტურად ბუნებრივი. საპატრიარქოს ეპისტოლე იყო უფრო მეტად მოზომილი და მოკლე, ზედმეტი პოლიტიკური კონტექსტების გარეშე და მისგან დისტანცირებული. ფაქტიურად, საპატრიარქო იმყოფება ძალიან კრიტიკულ, თავდაცვით სიტუაციაში და ის ვეღარ უმკლავდება გარემო ფაქტორებს", - ამბობს დეკანოზი.  

ილია II-ის სახელით გავრცელებულ, საშობაო ეპისტოლეში საუბარია დაცემულ კაცზე, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს ეძებს. 

ეპისტოლეს ამ ნაწილში ილია მეორე საუბრობს, რომ ასეთი ადამიანები კეთილდღეობის ილუზიას ქმნიან, მაგრამ ამაოდ. 

საშობაო მიმართვაში წერია ისიც, რომ ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:

მსგავსი სიახლეები