"ივანიშვილისთვის დივიდენდების მოთხოვნის მცდელობა" - თეოლოგების ნაწილი საშობაო ეპისტოლეზე
თეოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ საპატრიარქო ბიძინა ივანიშვილთან ვაჭრობს და სწორედ ამას ემსახურება ეპისტოლეს სკანდალური ფრაგმენტიც.
ეს არის თავიდან ბოლომდე კიდევ რაღაც დივიდენდების მოთხოვნის მცდელობა - ამბობს თეოლოგი გოჩა მირცხულავა.
მირცხულავას ამის თქმის საფუძველს უმყარებს ის ფაქტიც, რომ ეპისტოლეში საერთდო არ არის ნახსენები ნაცემი და დატუსაღებული მომიტინგები და ამ მხრივ საერთოდ არ არის გაკრიტიკებული "ოცნების" ქმედებები.
საპატრიარქო იმდენად ადვილად იმანიპულირებს ამით, რომ შეუძლია გვითხრას, რომ ეს პასაჟი ნებისმიერ ჩვენგანს ეხება. მასში არ არის საუბარი იმაზე, რომ ქრისტეს შვილებს, სულ რამოდენიმე დღის წინ სცემდნენ, წამლავდნენ, უდანაშაულოდ დატუსაღებულები არიან. ჩვენ ადრეულ ეპისტოლეებში გვინახავს საკმაოდ მკაცრი განცხადებები, იგივე წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით. როცა სჭირდებათ, მათ აქვთ აი ეს დამოკიდებულება. ვისი აქცენტიც არ უნდა დასვას ვინმემ ამ ეპისტოლეში, ეს არის თავიდან ბოლომდე ფარსი და ეს არის თავიდან ბოლომდე კიდევ რაღაც დივიდენდების მოთხოვნის მცდელობა", - ამბობს თეოლოგი.
ილია II-ის სახელით გავრცელებულ, საშობაო ეპისტოლეში საუბარია დაცემულ კაცზე, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს ეძებს.
ეპისტოლეს ამ ნაწილში ილია მეორე საუბრობს, რომ ასეთი ადამიანები კეთილდღეობის ილუზიას ქმნიან, მაგრამ ამაოდ.
საშობაო მიმართვაში წერია ისიც, რომ ეს ყოველივე უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს.