სამთო-მოთხილამურეების აქცია ბაკურიანში - მოქალაქეებმა დიდველზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს

07.01.25 15:46
სამთო-მოთხილამურეების აქცია ბაკურიანში - მოქალაქეებმა დიდველზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს

 

 

საქართველოში პროტესტის 41-ე დღეა - ამჯერად ევროპული მომავლის სადარაჯოზე სამთო-მოთხილამურეები გამოვიდნენ და ბაკურიანში საპროტესტო აქცია გამართეს. 

პროტესტის რეჟიმში გადასულმა მოქალაქეებმა დიდველზე საქართველოსა და ევროკავშირის უზარმაზარი დროშები გაშალეს და "ქართული ოცნებისგან" ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სწორედ ამ ფორმით მოითხოვეს. 

ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".   

მსგავსი სიახლეები