"სანციების მატარებელი ამოქმედებულია" - გუგულაშვილი ასახელებს დროს, როდის გაუუქმებს ევროკავშირი "ოცნებას" უვიზო რეჟიმს

07.01.25 16:28
"სანციების მატარებელი ამოქმედებულია" - გუგულაშვილი ასახელებს დროს, როდის გაუუქმებს ევროკავშირი "ოცნებას" უვიზო რეჟიმს

ევროპარლამენტის საპარლამენტო მრჩეველი "მწვანეთა პარტიიდან" თამარ გუგულაშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" ამბობს, რომ "ოცნებისთვის"  "სანციების მატარებელი" დაძრულია და ევროკავშირის მას შობის არდადეგებეის შემდეგ დაამტკიცებს.

პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - ამბობს გუგულაშვილი.

საუბარი დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, რომელიც გუგულაშვილის თქმით, თებერვლის დასაწყისში შევა ძალაში. 

ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით როგორც ქვეყანა. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ უკვე მოლაპარაკებების გახსნას ვზეიმობდეთ, საუბარი გვიწევს "სანციების მატარებლის ამოქმედებაზე". როდესაც ევროკავშირის ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ევროკომისიას დაავალებენ, რომ ის იურიდიული დოკუმენტი შეიმუშაოს, ამას დროს სჭირდება, თუმცა ვნახეთ, რომ საკმაოდ სწრაფად დაწერა ახლა ეს დოკუმენტი და გადასცა წვერი ქვეყნების წარმომადგენლობას, რომლებიც ამ ყველაფერს შეისწავლიან. ახლა საშობაო არდადეგების შემდეგ, პირველ შეკრებაზე უკვე განიხილავენ კონკრეტულად ამ დოკუმენტს. უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ ამ ტექსტზე იქნება საუბარი, ცვლილებების შეტანის თუ არ შეტანის გადაწყვეტილება ექნებათ თუ არ ექნებათ წევრს ქვეყნებს, ამის შემდგომ უკვე ოფიცალურად მიიღებენ დოკუმენტს, რაც გახდება საფუძველი, ვისაც საქართველოში დიპლომატიური პასპორტები აქვს, მათთვის უკვე უვიზო რეჟიმი გაუქმდეს. ამას ცოტა დრო დასჭირდება და ამიტომ არის ნახსენები, რომ თებერვლის დასაწყისში არის ამ ყველაფრის ძალაში შესვლა. არ დაგვავიწყდეს, რომ აქ არანაირი დაბლოკვა არ გამოუვა არც უნგრეთს და არც სლოვაკეთს, იმიტომ, რომ კონსესუსის მისაღებად 14-15 ქვეყანაა საჭირო და ეს იურიდიული დოკუმენტი ამოქმედდება თებერვლის დასაწყისში", - ამბობს თამარ გუგულაშვილი. 

“ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტი - კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ ოფიციალურად, დოკუმენტირებულად ბიძინა ივანიშვილს არალეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად გამოაცხადებს.

კანონპროექტის ტექსტი შეთანხმებული კონგრესის როგორც ზედა ისე ქვედა პალატასთან, შესაბმისად, მას როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის კანონმდებლების სრული მხარდაჭერა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, რა პროცედურების და ვადის გავლა მოუწევს აღნიშნულ კანონპროექტს, თუმცა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ ტექსტი შეთანხმებულია და მზად არის კონგრესში წარსადგენად. 

მსგავსი სიახლეები