ლაგოდეხში 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს
გავრცელებული ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ახალი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების მონაყოლის მიხედვით, მამაკაცი მოკლულია.
ირკვევა, რომ გარდაცვლილი მესაფლავედ მუშაობდა და გავრცელებული ცნობით, რამდენიმე თვის წინ მოსახლეობის ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის შემდეგ კაცი გაუჩინარდა, რამდენიმე დღის წინ ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით მისი ცხედარი.