სანთლებით განათებული რუსთაველის გამზირი - ხალხი შობის დღესასწაულს ქაშუეთთან შეხვდა

07.01.25 20:33
სანთლებით განათებული რუსთაველის გამზირი - ხალხი შობის დღესასწაულს ქაშუეთთან შეხვდა

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული ერთად აღნიშნეს. საშობაო საგალობლებით, სანთლებით, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით დედაქალაქის ცენტრალური გამზირი, პროტესტის მეორმოცე დღეს გადავსებული იყო. ქაშუეთის წინ, ათი ათასობით მოქალაქე ერთად ლოცულობდა, ხალხთან იდგნენ სასულიერო პირებიც. რეჟიმის პატიმრების გასამხნევებლად პარაკლისი გადაიხადა ბეთლემის ტაძრის წინამძღოლმა არქიმანდიტრმა დოროთემ.

რუსთაველზე საზეიმო განწყობა მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდა. მოქალაქეებმა ქუჩაში მოამზადეს ხინკლები და ამოავლეს ჩურჩხელები. ხალხი ერთმანეთს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავდა და თან თანამებრძოლებს ტრადიციული კერძებით უმასპინძლდებოდნენ. წელს პირველად, მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ხალხმა სახლების და ეკლესიების ნაცვლად ქუჩაში აღნიშნა, ამის მიზეზი არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ არჩევნების მიტაცება და ოლიგარქის ტყვეების საპყრობილეში დატოვებაა.

ხალთან ერთად ქუჩაში იდგა ხალხის მიერ არჩეული საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაული მოსახლეობას ქაშუეთის ეკლესიიდან მიულოცა. ზურაბიშვილმა "პირველებთან" ინტერვიუში მიმართა პარლამენტში ჩაკეტილ არალეგიტიმურ ხელისუფლებასაც. უთხრა, რომ ახლა დროა დათმობაზე წავიდნენ და ახალი არჩევნები ჩანიშნონ.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები