თბილისში რუსული სანქცირებული "ვაილდბერისი" ფუნქციონირებს - ექსპერტები საფრთხეებზე მიუთითებენ

07.01.25 21:00
თბილისში რუსული სანქცირებული "ვაილდბერისი" ფუნქციონირებს - ექსპერტები საფრთხეებზე მიუთითებენ

რუსული სანქცირებული კომპანიის ოფისები დედაქალაქის ცენტრში უკვე გახსნილია. ონლაინ მარკეტი "ვაილდბერის", რომელსაც რუსულ "ამაზონს" უწოდებენ, აქტიურად ყიდის პროდუქციას საქართველოს მოქალაქეებზე. ჩაირთო რუსული საიტის ანალოგიც და საიტზე გაჩნდა ცალკე განყოფილება, ოკუპირებულ ყირიმში უკანონოდ მოქმედი ბრენდების კოსმეტიკის გასაყიდად. რუსული "ვაილდბერის" სანქცირებულია, მაგრამ თბილისის ცენტრში მუშაობისთვის ეს დაბრკოლება არ აღმოჩნდა.

რუსული კომპანია, რომელიც პუტინის ომს აფინანსებს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შავ სიაში ჰყავთ შეყვანილი. ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ჩინეთის შემდეგ უკვე საქართველოში იმუშავებს ონლაინ-გაყდვების უმსხვილესი კომპანია და ის პირდაპირ კრემლთან არის დაკავშირებული.

სანქციები არ არის ყველაფერი. "ვაილდბერისი" ცნობილია კრიმინალური გარჩევებით, "მოსკვა სითიში" კომპანიის ოფისში სროლით და ორი ადამიანის მკვლელობით. ბიზნესინტერესებზე გარჩევა კი პირდაპირ პუტინსა და კადიროვამდე მივიდა.

რუსული ონლაინ-მარკეტი ახლა საქართველოს მოქალაქეების მონაცემების მიტაცების მთავარ ბერკეტად შეიძლება იქცეს. პროდუქტის ყიდვისას გაცემული პერსონალური ინფორმაცია პირდაპირ ეფესბეში წავა. უსაფრთხოების ექსპერტები ამას სახელმწიფო დონის საფრთხედ მიიჩნევენ, მაგრამ "ოცნების" რეჟიმი არ აპირებს რუსულ ბიზნესს დაბრკოლებები შეუქმნას.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები