საშობაო ალილო თბილისის ქუჩებში

07.01.25 20:32
საშობაო ალილო თბილისის ქუჩებში

საშობაო ალილო თბილისის ქუჩებში - დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი, რომლის ტრადიციაც ქვეყანაში 25 წლის წინ აღადგინეს. რესპუბლიკის მოედნიდან მომლოცველთა და მგალობელთა გუნდის მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც საშობაო პარაკლისი ჩატარდა. ალილოზე შეგროვებული ნობათი ტრადიციულად მოხუცთა თავშესაფრებს დაურიგდებათ.

წელს ალილო ზუსტად ისე ჩატარდა, როგორც სხვა დროს, ერთი გამონაკლისის გარდა. მსვლელობის მონაწილეები პროტესტის ნიშნად  პარლამენტთან არ გაჩერებულან. საკანონმდებლო ორგანოს წინ გამოჩენა რეჟიმის მსახურებმაც ვერ გაბედეს. პარლამენტის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ და დეპუტატებმა საჩუქრები შობის მახარობლებს რესპუბლიკის მოედანზე მიუტანეს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები