ვინ იგულისხმება დაცემულ კაცში, რომელსაც სიკვდილის შიში აქვს და თავს ათეიზმს აფარებს? - ვინ როგორ გაიგო გზავნილები საშობაო ეპისტოლედან?

07.01.25 20:05
ვინ იგულისხმება დაცემულ კაცში, რომელსაც სიკვდილის შიში აქვს და თავს ათეიზმს აფარებს? - ვინ როგორ გაიგო გზავნილები საშობაო ეპისტოლედან?

ეპისტოლე ფარული გზავნილებით და პოლიტიკური მოვლენების უგულებელყოფით - პატრიარქის სახელით გავრცელებულ 2025 წლის საშობაო წერილში ბევრი წერია ადამიანის თვისებაზე, ამპარტავნებაზე, ეგოიზმზე, სიკვდილის შიშზე, როგორც დაცემული ადამიანის მახასიათებელზე.

ამ უკანასკნელის ხსენებამ კი გააჩინა კითხვა თუ ვინ იგულისხმება და ეჭვი, რომ ეპისტოლეს კონკრეტული ადრესატი ჰყავს. ილია მეორე ამბობს, რომ სიკვდილის შიშს ცოდვები იწვევს და მისგან დასახსნელად ადამიანები თავს ათეიზმს აფარებენ. 

ამ ეპისტოლეს უსმენდნენ "ქართული ოცნების" ლიდერები. დაინახეს თუ არა ილია მეორის სიტყვებს მიღმაივანიშვნილისადმი მიმართვა უცნობია. თუმცა, განსაკუთრებული ახსნა უპოვა ეპისტოლეში გამოთქმულ გზავნილს ირაკლი კობახიძემ. "ოცნების" ლიდერი ამბობს, რომ ტექსტი ქვეყანაში არსებულ გარკვეულ ძალებს მიემართებოდა. 

არადა მათ, ვინც საპატრიარქოს საქმიანობას თვალს ადევნებს და ეკლესიასა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობაზეც ბევრი იცის, ეჭვი არ ეპარებათ, რომ პატრიარქმა ივანიშვილზე მიანიშნა. მამა ილია ჭიღლაძე დარწმუნებულია რომ სწორედ ოლიგარქი იგულისხმება დაცემულ ადამიანში, რომელიც სხვადასხვა მეთოდს იყენებს სიცოცხლის გასახანგძლივებლად. ასეთი რამ ოცნების ლიდერზე ბევრი თქმულა. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები