"ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს" - პირველ არხთან ისევ პროტესტია

07.01.25 20:31
"ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს" - პირველ არხთან ისევ პროტესტია

ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს - ამ  გზავნილით ისევ პროტესტია პირველ არხთან. მოქალაქეები საეთერო დროს ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ. ტელევიზიასთან მისული ხალხი იძულებული გახდა, საკუთარი სათქმელი ღია ცის ქვეშ, შენობის შესასვლელთან ეთქვა. ისაუბრეს პრობლემებზე, რომელიც საზოგადებაშია.

30 ნოემბრიდან აქ ყოველდღიურად ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ არხის მავნებლურ, პროპაგანდისტურ პოლიტიკას, რაც პირდაპირ ხელს უშლის პროტესტის განვითარებას და ხელს უწყობს ხელისუფლებისთვის ძალაუფლების განმტკიცებას. დღეს საუბრობდნენ სკოლამდელ განათლებაზე, ბავშვთა უფლებებზე და ცხადია, ვსაუბრობთ პროტესტის კონტექსტში, თუ როგორ უშლის ბავშვთა უფლებების განვითარებას ხელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და პარტიულ პოლიტიკას აწარმოებს განათლების პოლიტიკის ნაცვლად, - ამბობს პროტესტის მონაწილე.  

აღსანიშნავია, რომ 30 დეკემბერს საზმაუს წარმომადგენლებმა მოქალაქეებს უთხრეს, რომ საახალწლო დღეების გამო მათ ეთერს ვეღარ დაუთმობდნენ, თუმცა 3 იანვრის შემდეგ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ჩადგებოდა. დაპირების მიუხედავად, საღამოს ეთერი საზოგაოდებას ამ დრომდე არ დაუბრუნდა. ახლა მოქალაქეები უკვე დღის ეთერსაც ითხოვენ. 

30 დეკემბერს შეწყდა ის 40 წუთიანი ეთერი, რომელიც მოვიპოვეთ და მას შემდეგ 3 დღით გვითრეს, რომ დასვენება ექნებოდათ, თუმცა მას შემდეგ აღარ გამოდიან ხაზზე, აღარ პასუხობენ მესიჯებს, ზარებს და  ჩვენთვის გაუგებარია, როდის აღდგება ეს ეთერი, - ამბობს კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში.

საზმაუსთან შეკრებილები სიტყვით გამოსვლების შემდეგ გეგმავენ, პარლამენტთან გადაინაცვლონ, იქ, სადაც უკვე 41 დღეა მთავარი საპროტესტო აქცია იმართება. 

მსგავსი სიახლეები