"ვიბრძვით თავისუფლებისთვის" - პროტესტი ბათუმში

07.01.25 20:50
"ვიბრძვით თავისუფლებისთვის" - პროტესტი ბათუმში

თბილისის მსგავსად, პროტესტი არ ცხრება ბათუმშიც. მთავრობის სახლის და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია მოქალაქეებმა დღესაც გადაკეტეს. შეკრებილებს ადგილზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ამბობენ, მოთოხვნები უცვლელია: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

ხალხს სწყურია ხელისუფლების შეცვლა და დიდი გამარჯვება. ჩვენი ერთიანობა, რომელიც ასე მტკიცეა და უდრეკია, მემგონი, ჩანს. თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენ, შიში გამორიცხეთ, უკან დახევას არ ვაპირებთ, - ამბობს აქციის მონაწილე. 

თავისუფლებისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ დიდ ევროპულ სახელმწიფოში, სადაც არის სიმართლე, არის ჭეშმარიტება, სადაც არის იდეალების ერთმანეთში ჭიდილი, - ამბობს აქციის კიდევ ერთი მოქალაქე.   

ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას რეპორტაჟში.  

მსგავსი სიახლეები