დასჯა პროტესტის გამო - "ოცნებამ" ფოტოგრამ გელა მეგრელიძეს ბინადრობაზე უარი უთხრა
"ქართულმა ოცნებამ" ბინადრობის ნებართვა არ მისცა კაცს, რომელიც ივანიშვილის გუნდის პოლიტიკას ღიად აპროტესტებს. აქციაზე ნაცემმ და გაძარცვულ ფოტოგრაფ გელა მეგრელიძეს უთხრეს, რომ მისი საქართველოში ყოფნა შეუთავსებელია სახელმწიფო ინტერესებთან და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს.
მეგრელიძემ დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა უნდა დატოვოს და გერმანიაში, იმ სახელმწიფოში გაემგზავროს, რომლის მოქალაქეცაა.
საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო მეგრელიძე დაკავებულიც იყო. ამ დრომდე ფოტოგრაფისთვის პოლიციას არ დაუბრუნებია აქციაზე წართმეული ძვირადღირებული ფოტოაპარატი და ტელეფონი.
"პირველებთან" საუბარში გელა მეგრელიძე პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მასზე შურს ძიობს და სჯის. მისი თქმით, მის წინააღმდეგ ახლა მთელი სახელმწიფო სისტემა ამუშავდა. გერმანიის მოქალაქე ამბობს, რომ მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ პროტესტს გამოხატავდა და ამ პროცესში ფოტოებს იღებდა.
მუდმივ ბინადრობაზე შეტანილი მქონდა განაცხადი 11 ნოემბერს და მათ ჰქონდათ დრო მათივე კანონმდებლობით, 10 დეკემბრამდე ეპასუხათ. ჩემი დაკავება მოხდა 1 დეკემბერს, მერე შემოვიდა ჩემთან ზარები მიგრაციის დეპარტამენტიდან და ზუსტად იმ დღეებში, 5 დეკემბერს არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ბინადრობის უფლებაზე მეთქვას უარი, რადგან ჩემი საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს. ასე ოპტიმალურად, ერთმანეთზე აწყობით მუშაობს იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც სისტემას არ სურს, არ იყვნენ ქვეყანაში. რა თქმა უნდა არის (დასჯა), სხვა არანაირი მიზეზი არ შეიძლება, ყოფილიყო. ბინადრობის უფლებას არ მაძლევენ მიუხედავად იმისა, რომ ვარ საქართველოში დაბადებული გაზრდილი, ეთნიკურად ქართველი ვარ, - ამბობს მეგრელიძე.
გელა მეგრელიძე არ არის ერთადერთი, ვისაც ივანიშვილის ხელისუფლებამ ბინადრობის მიცემაზე უარი უთხრა. 4 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნიდან 25 ადამიანია გაძევებული. ყველა მათგანს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა და დემონსტრანციებში მონაწილეობდნენ.