გაერო: ირანში სიკვდილით დასაჯეს ადამიანების რეკორდული რაოდენობა, მათ შორის ქალებიც

08.01.25 12:41
გაერო: ირანში სიკვდილით დასაჯეს ადამიანების რეკორდული რაოდენობა, მათ შორის ქალებიც

 

გასულ წელს ირანმა სიკვდილით დასაჯა 901 ადამიანი, მათ შორის 31 ქალი. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მონაცემებით, 2015 წლის შემდეგ ყველაზე რეკორდული რიცხვია. 

სიკვდილით დასჯილთა უმეტესობა ნასამართლევი იყო ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებში. მაგრამ ამ მსხვერპლთა შორის იყვნენ პოლიტიკური დისიდენტები და 2022 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეები. გაერო ასევე შეშფოთებულია სიკვდილით დასჯილი ქალების მზარდი რაოდენობის გამო.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის სპიკერმა ლიზ თროსელმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქალების წინააღმდეგ საქმეების უმეტესობა მკვლელობის ბრალდებას ეხებოდა. ამ ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ოჯახში ძალადობის, ბავშვთა ქორწინების ან იძულებითი ქორწინების მსხვერპლი. მაგალითად, ერთ-ერთი სიკვდილით დასჯილი ქალი გაასამართლეს ქმრის მკვლელობის გამო, რომელსაც მისი ქალიშვილის გაუპატიურება სურდა, - განუცხადა გაეროს წარმომადგენელმა Reuters-ს.

მსგავსი სიახლეები