ერთ შემსყიდველზე მორგებული ტენდერი - გორის მერია ახალ სკანდალში ეხვევა

08.01.25 13:22
ერთ შემსყიდველზე მორგებული ტენდერი - გორის მერია ახალ სკანდალში ეხვევა

გორის მერია ახალ სკანდალში ეხვევა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამშენებლო კომპანიის ზედამხვედველის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებულს თითქმის სამ მილიონამდე ლარს გადაუხდიან, თუმცა კომპანიებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ პირობები სპეციალურად ისე შეადგინეს, რომ ყველა მსურველს კონკურსში მონაწილეობა არ მიეღო. ირკვევა, რომ ერთ-ერთი მოთხოვნა გვირაბების მშენებელობის გამოცდილებაა. არადა, გვირაბი გორში საერთოდ არაა.

სწორედ ამ მოთხოვნების აღმოჩენის შემდეგ მიმართა კომპანია "სქაი სქეფერმა" შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოთხოვნები დისკრიმინაციულია და ხელს უშლის სხვა კომპანიებს, ტენდერში მიიღონ მონაწილეობა. 

ადგილობრივი ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ გორის მერია წლებია ნეპოტიზმსა და კორუფციაშია გარეული და ახლაც ამ კუთხით არაფერი შეიცვლება. 

გორის მერია წლებია ხელს უწყობს და ტენდერში ამარჯვებინებს მასთან დაახლოებულ „ქართული ოცნების“ შემომწირველ კომპანიებს. ხალაც, ამ კონკრეტულ ტენდერში ადგილი აქვს სპეციალურად კონკურენციის შეზღუდვას, რაც ტენდერში გამარჯვების უპირატესობას ანიჭებს მერიის კონტრაქტორ კომპანიას და რა თქმა უნდა, ახლაც, ამ კონკრეტულ ტენდერში გაიმარჯვებს „ქართული ოცნების“ სასურველი კომპანია და მასტან გააფორმებს ხელშეკრულებას იმიტომ, რომ გორის მერია წლების გახვეულია ნეპოტიზმში და კორუფციაში და სამწუხაროდ, ახლაც არაფერი შეიცვლება, - ამბობს ქეთი გოგიაშვილი. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შესყიდვების სააგენტოს განმარტებითი ბარათი უკვე გაუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ის გვირაბების მშენებლობას და მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციას გეგმავს.

დააკმაყოფილებს თუ არა კომპანიის საჩივარს, გადაწყვეტილება ახლა შესყიდვების სააგენტომ უნდა მიიღოს. 

მსგავსი სიახლეები