"ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში შეჭრა და დარბევა - ენმ გაჭიანურებულ გამოძიებაზე საუბრობს
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში შეჭრა და დარბევა - ენმ გაჭიანურებულ გამოძიებაზე საუბრობს.
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, პროკურატურა ამ დრომდე არ იძიებს ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმის ფაქტებს. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებებს აქვთ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც თავდამსხმელების ამოცნობა თავისუფლად შეიძლება.
სანიკიძე პროკურატურას და შსს-ს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების ჩადებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სისტემა თავის თავს არ დასჯის, შესაბამისად, "ნაციონალურ მოძრაობაში" არც რაიმე შედეგის დადგომის მოლოდინი აქვთ.
ის რეპრესიები, რაც ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით ხდება, კოლოსალურ მაჩვენებლამდე მივიდა, როდესაც ბროსეს ქუჩაზე ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისი არა მხოლოდ დაარბიეს, არამედ აქ მყოფი ადამიანები დაამწყვდიეს შიგნით ყოველგვარი სასამართლო განჩინების გარეშე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მოხდა არაერთი ფაქტის ფალსიფიკაცია და მათ შორის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების "ჩადება" ჩვენს ოფისში. ჩვენი მხრიდან რაც შეგევძლო, ღია ინფორმაციით გამოძიებულია, ეჭვმიტანილები დადგენილია, მაგრამ, როდესაც ოფიციალურად შსს-ს და პროკურატურის თანამშრომლები შემოდიან შენს ოფისში და თავისი ხელით აწყობენ ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილებს", ბუნებრივია, კითხვის ნიშანიც არ იბადება, ვინ დგას ამის უკან და რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ ველით, რომ რაიმე შედეგი დადგება", - ამბობს ვიქტორ სანიკიძე.
სამართალდამცველები "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში 4 დეკემბერს შეიჭრნენ.