უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა იწყება
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა იწყება - იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებების მიღებას 10 იანვარს დაიწყებს.
უზენაეს სასამართლოში ერთი მოსამართლის თანამდებობა 2025 წლის 1 სექტემბერს თავისუფლდება, რადგან უვადო მოსამართლეს, ნუგზარ სხირტლაძეს, უფლებამოსილება შეუწყდება საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევის გამო.
უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი ვაკანტური თანამდებობაა - უვადო მოსამართლე შალვა თადუმაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.
კონკურსის გამოცხადების განკარგულება 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეს, 31 დეკემბერს, გამოსცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.