"საქართველო იწყება ჩვენგან" - უნივერსიტეტებში პროტესტმა იფეთქა

08.01.25 17:25
"საქართველო იწყება ჩვენგან" - უნივერსიტეტებში პროტესტმა იფეთქა

პროტესტია ამ წუთებში თბილის შვიდ უმაღლეს სასწავლებელში. სტუდენტებმა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებიდან საპროტესტო ბანერები გადმოფინეს. ახალგაზრდები პოლიტ პატიმრებისთვის ციხეების კარის გახსნას და ახალ არჩევნებს ითხოვენ. საუბარია კონსერვატორიაზე, სამხატვრო აკადემიაზე, ილიაუნზე, თსუ-ზე, აგრარულ და თეატრალურ უნივერსიტეტებსა და ასევე ბთუ-ს უნივერსიტეტზე.

"პირველები" პროტესტის ერთ-ერთ ეპიცნტრში, სამხატვრო აკადემიაში მივიდა. სტუდენტები აქაც საპროტესტო ბანერებით დახვდნენ: "საქართველო იწყება ჩვენგან", "ხელოვნება არ ცნობს მონობას".

გვინდოდა ამ ბანერების გადმოფენა ცენტრალური გზის მხარეს, თუმცა გვეუბნებიან, რომ საყოველთაო დასვენების გამო დაკეტილია აკადემია და შესაბამისად, აუდიტორიებს ვერ გააღებენ. ჩვენ კი აივნებზე აუდიტორიების მხრიდან გვაქვს გასასვლელი, ამიტომ ამ ეტაპზე აუდიტორიებში ვერ შევდივართ, აივნებზეც ვერ გავდივართ და ბანერებსაც შესაბამისად, ვერ ვფენთ, თუმცა ეს არ დაგვიშლის იმისთვის, რომ ეს ბანერები მოხვდეს აივნებზე, ამიტომ ჩვენ გზას მოვნახავთ რამენაირად, - ამბობს პროტესტის მონაწილე სტუდენტი.

ამის მიუხედავად, ცნობილია, რომ რამდენიმე უნივერსიტეტში ბანერების გადმოფენა სტუდენტებმა მიანც მოახერხეს.  

მსგავსი სიახლეები