მკვლელობაში ბრალდებული მურსაკულოვი წარსულში კიდევ ერთი დანაშაულშია მხილებული - ახალი დეტალები

09.09.21 13:04
მკვლელობაში ბრალდებული მურსაკულოვი წარსულში კიდევ ერთი დანაშაულშია მხილებული - ახალი დეტალები

ავსტრალიელი პედაგოგის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი წარსულში კიდევ ერთი დანაშაულშია მხილებული.

ირკვევა, რომ შანაი ბრუკის სასტიკ მკვლელობამდე მურსაკულოვი ერთ-ერთ მოქალაქეს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

"პირველების" ინფორმაციით, პოლიციამ მალევე მოახდინა მოძალადის იდენტიფიცირება, თუმცა არ დაუკავებიათ. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ძველი თბილისის მესამე სამმართველოს მიმართა და მურსაკულოვი ამოიცნო, თუმცა პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.