საბერიოს ტრაგედია - 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

08.01.25 19:04
საბერიოს ტრაგედია - 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

საბერიოში მომხდარ ტრაგედიის გამო, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა - ამის შესახებ ინფორმაციას ირაკლი კობახიძის სამსახური ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს", -  წერია  განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები