სისხლიანი გარჩევა ფანასკერტელზე - მეზობლების ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის მეთაურის შვილზე შური ქალის ცემის გამო იძიეს

08.01.25 20:28
სისხლიანი გარჩევა ფანასკერტელზე - მეზობლების ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის მეთაურის შვილზე შური ქალის ცემის გამო იძიეს

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის მეთაურის შვილზე შური ქალის ცემის გამო იძიეს.

რომან ჯოხაძის შვილს გვერდით სადარბაზოში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი სახლში აუვარდა და ჭრილობა დანით მიაყენა.

დაჭრილი 23 წლის  სანდრო ჯოხაძე, ეროვნული გვარდიის მეთაურის შვილია, ის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

მეზობლები ამბობენ, რომ დაპირისპირება ფანასკერტელის ქუჩაზე თავდაპირველად გენერლის შვილსა და მეზობელ ქალს შორის დაიწყო. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა ქალი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც გენერლის შვილმა მას ჯერ შეაგინა შემდეგ კი დაარტყა.

ფანასკერტელის ქუჩაზე დაპირისპირებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაიგეს გასროლის ხმაც. დაჭრაში მონაწილე ახალგაზრდა შემთხვევის ადგილიდან გაიქცა და მიიმალა.

პოლიციას ფანასკერტელის ქუჩის 22 ნომერი რამდენიმე საათის განმავლობაში ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა 2 სადარბაზოსა და კორპუსის შიდა ეზოში. გაიჩხრიკა გაქცეული კაცის საცხოვრებელი ბინაც. "პირველების" ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის მეთაურის შვილის დაჭრაში ეჭვმიტანილმა თან წაიღო დანაშაულის ჩადენის იარაღიც.

პოლიცია ფანასკერტელის ქუჩაზე ამ დრომდე რჩება. სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს ქალაქის მასშტაბით. პოლიცია დანაშაულში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ვერ პოულობს.

სისხლიანი გარჩევა ფანასკერტელზე - სოფო ნიაური

მსგავსი სიახლეები