განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ლაგოდეხში - რა მოხდა სოფელ კაბალში

08.01.25 20:24
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ლაგოდეხში - რა მოხდა სოფელ კაბალში

ლაგოდეხში, ახალგაზრდა მწყემსი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს - ადგილობრივების განცხადებით, ცხედარი დაანაწევრეს და სოფელ კაბალის სასაფლაოს მიმდებარედ დატოვეს.  კიდურებმოჭრილი ცხედარი, 39 წლის მურთუზ რუსტამოვის აღმოჩნდა - მის ამოცნობაში მონაწილეობა მწყემსის ოჯახის წევრებმა მიიღეს. რუსტამოვის მკვლელობის თარიღს და იარაღს ოჯახი ვერ ასახელებს, ყველა გამოძიებას და ექსპერტიზას ელოდება.

მურთუზ რუსტამოვის, მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი მოკლული მწყემსის ტელეფონია. დანაწევრებული სხეულის პოვნამდე, სოფლის სასაფლაოზე სწორედ რუსტამოვის ტელეფონი და მისი პირადობის მოწმობა იპოვეს. შემოსულ ზარებში, გაუჩინარების ღამეს ოჯახმა რამდენიმე ნომერი აღმოაჩინა, რაც აჩენს ეჭვს,  რომ მწყემსი საღამოს საათებში სახლიდან წინასწარ განზრახული მკვლელობის მოტივით გაიყვანეს.

რუსტამოვს ოჯახი 4 თვის განმავლობაში ეძებდა. ძებნის ოპერაცია დაწყებული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, თუმცა ვერც დაკარგული კაცის, და ვერც დამნაშავეების კვალზე ამ დრომდე ვერ გავიდნენ. ოჯახი ამბობს, რომ გამოძიება უმოქმედოა და სამძებრო სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულეს.

სასტიკი მკვლელობა ლაგოდეხში - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები