"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - სტუდენტების პროტესტი შვიდ უმაღლეს სასწავლებელში

08.01.25 20:35
"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - სტუდენტების პროტესტი შვიდ უმაღლეს სასწავლებელში

თეატრალური, თავისუფალი-აგრარული უნივერსიტეტი, კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, ილიასა და ჯავახიშვილის უნივერსიტეტები, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი - დღეს საქართველოს ამ 7 სასწავლებელში პროტესტის ხმა ისმოდა.  "ხელახალი არჩევნები", "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძალა სტუდენტების ერთობაშია", "ეს ქვეყანა ჩვენია" - ამ და მსგავსი შინაარსის ბანერები დღეს სასწავლებლების ფანჯრებიდან და აივნებიდან გადმოფინეს და სტუდენტების უპრეცედენტო ერთობა აჩვენეს. 

შენობის შიგნიდან გარე ფასადზე ბანერების გადმოფენის უფლება არ მისცეს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს, მიზეზად დასვენების დღეები დასახელდა, თუმცა სტუდენტები აცხადებენ, რომ  მათ პროტესტს ადმინისტრაციის მხარდაჭერა არ აქვს, რის გამოც ხელოვნური ბარიერები ხვდებათ.  თუმცა სასწავლებლის ხელმძღვანელობამ პროტესტი ვერ შეაჩერა. 

თეატრალურ უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შაუტაშვილმა კი  სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებიც 23-ე დღეა უნივერსიტეტის შესასვლელში ღამეს ათენებენ, ახალი სადამსჯელო ღონისძიება მოიფიქრა,  თუ ტერიტორიისას სტუდენტები დატოვებენ, უკან აღარ შეუშვებენ, ანუ ერთმანეთს ვეღარ ჩაანაცვლებენ,  არადა ხანგრძლივის პროტესტის გამო სტუდენტები ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ღამის გასათევად ენაცვლებოდნენ.

სტუდენტების  პროტესტი - გვანცა ჩხიკვაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები