უწყვეტი პროტესტის 42-ე დღე - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან

08.01.25 20:27
უწყვეტი პროტესტის 42-ე დღე - რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან

უწყვეტი პროტესტის 42-ე დღე საქართველოში - თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია. ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პროტესტის ფარგლებში უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

ვარ სოლიდარობის გამოსახატად იმ ადამიების მიმართ, ვინც უკანონოდ არიან დაჭერილები და იხდიან სასჯელს, ასევე იმ ადამიანების სოლიდარობის გამოსახატად, ვისაც საჯარო სამსახურებიდან უშვებენ ან ემუქრებიან. დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია სწორი პრიორიტეტები და ღირებულებები, ყველამ ეს კარგად უნდა გავითავისოთ და შემდეგ უნდა ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელშიც ნამდვილად გვინდა ცხოვრება. დიდი იმედი მაქვს საბოლოოდ მივაღწევთ ახალ არჩევნებს და ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ვითხოვთ'', - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ფოტო: არქივიდან

მსგავსი სიახლეები