''ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ყველა დაპატიმრებული ახალგაზრდის გათავისუფლებას'' - ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება
პროტესტი გრძელდება ბათუმშიც - საკონსტიტუციო სასამართლოს და მთავრობის სახლის ქუჩების კვეთაზე მოქალქეები იკრიბებიან.
დემონსტრანტები სოლიდარობას უცხადებენ აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს, მათ გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ყველა დაპატიმრებული ახალგაზრდის გათავისუფლებას, ეს არის უმნიშვნელოვანესი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი, რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ ციხიდან და ამიტომ არის აუცილებელი ყოველდღე ვიდგეთ აქ და ყოველდღე ვახსენებდეთ ''ქართულ ოცნებას'', რომ რეალური ხელისუფლება ვართ ქართველი ხალხი '', - ამბობს აქციის მონაწილე.