რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
საქართველოში უწყვეტი პროტესტი გრძელდება - თბილისში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.
დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ახალ არჩევნებს და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
"ქართული ოცნება" არ არის ქართველი ხალხის ხელისუფლება - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ეს არის საზოგადოების ნებაყოფლობით გამოხატული სურვილი, რომ აქ ყოველ საღამოს შევიკრიბოთ გამოვხატოთ პროტესტი იმ უკანონობის მიმართ, რომელსაც ''ქართული ოცნების'' რეჟიმი ახორციელებს, ეს არის უზურპატორი, არა ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც მიიტაცა არჩევნები, მიიტაცა ქართველი ხალხის ნება და დაგვისვა პრეზიდენტი, ის არ არის ქართველი ხალხის ხელისუფლება, ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, შესაბამისად მოთხოვნა უცველია, ახალი არჩევნები და რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ამას მოვითხოვთ, მანამ სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს'', - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ფოტო: არქივიდან