რუსეთის ძალები ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტს დაესხნენ - გარდაცვლილია 13 ადამიანი
რუსული საოკუპაციო ძალები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეში სამრეწველო ობიექტს, რის შედეგადაც გარდაიცვალა 13 ადამიანი და დაშავდა 18 მოქალაქე, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქზე დარტყმა ორი მართვადი საავიაციო ბომბით განახორციელეს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაზიანებულია სამარშრუტო ტაქსი, ტრამვაი და მრავალსართულიანი შენობა.