"ნიკუშას გაუსაძლის პირობებს უქმნიან, ფაქტობრივად, საღორეში გადამიყვანესო" - ლაშა კაცია
დაკავებული ნიკა კაციას ძმა სოციალურ ქსელში წერს, რომ გისოსებს მიღმა ჟურნალისტს გაუსაძლის პირობებს უქმნიან - ლაშა კაციას ცნობითვე, ნიკას სასეირნო დრო შეუზღუდეს და მიმდინარე მოვლენებისთვის თვალის დევნების საშუალებას აღარ აძლევენ.
"ფაქტობრივად, საღორეში გადამიყვანესო" - წერს ლაშა კაცია სოციალურ ქსელში.
ნიკუშას გაუსაძლის პირობებს უქმნიან. მას აღარ ეძლევა საშუალება, თვალი ადევნოს მიმდინარე მოვლენებს. შეუზღუდეს გასასვლელი სასეირნო დრო. დარეკვითაც ვეღარ სარგებლობს ისე როგორც აქამდე გვირეკავდა. შეუცვალეს საკანი-კორპუსი და საღორეში გადამიყვანეს ფაქტიურადო. რას ველოდო?! ამას შევეგუო?! არ ვაპირებ!!! გაბრაზებული ვარ!!! ძალინ გაბრაზებული!!!", - წერს ლაშა კაცია.
ცნობისთვის, ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება. მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.