ბათუმში, სასმელების მაღაზია გაქურდეს - მედია
"აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, ბათუმში, სასმელების მაღაზია გაქურდეს - ობიექტიდან ძვირადღირებული სასმელების დიდი რაოდენობაა წაღებული, თუმცა ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.
გამოცემის ცნობითვე, მძარცველებმა მინები ჩაამტვრიეს და ობიექტში სწორედ ამ გზით შეიჭრნენ. მფლობელის თქმით, ნივთები, რომლის წაღებაც ვერ შეძლეს, იატაკზეა დაყრილი.