გლოვის დღე საქართველოში - სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს

09.01.25 10:34
გლოვის დღე საქართველოში - სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 9 იანვარი გლოვის დღეა.

გლოვის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

5 იანვარს სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვი დაიღუპა. მათ დღეს, 9 იანვარს, დაკრძალავენ.

ოჯახისთვის სამძიმრის სათქმელად ხალხი ზუგდიდიდან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადადის. 

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში ტრაგედია  5 იანვარს დატრიალდა.

ადგილობრივების თქმით,  ღუმელის დანთებისას ბებიას, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია, რასაც ცეცხლის აალება მოჰყვა. 

დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის.

ბავშვების ბებია კლინიკაშია მოთავსებული. 

მსგავსი სიახლეები